„ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი – ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრის ბედი სტანდარტულებმა გადაწყვიტა #1TVSPORT
„ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი – ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრის ბედი სტანდარტულებმა გადაწყვიტა #1TVSPORT

ყაზახური „ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი მარტინმა უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ მარცხზე კომენტარი გააკეთა.

„ევროთასებზე, სადაც მსგავსი დონის გუნდები ადრეულ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს, როგორც ყოველთვის, შანსები თანაბარია. ყველაფერს დეტალები წყვეტს, როგორც დღეს ნახეთ.

შეხვედრაში ბევრი რამ სტანდარტულების შესრულებამ გადაწყვიტა. მასპინძლებმა კუთხურის შემდეგ ორი გოლი გაიტანეს, ჩვენ კი ეს ერთხელ მოვახერხეთ. ალბათ გულშემატკივრებს თამაში მოეწონათ, მაგრამ მწვრთნელებს — ნაკლებად, რადგან ორივე გუნდმა ბევრი გოლი გაუშვა.

სხვა მხრივ, კარგი თამაში იყო, რადგან მოედანზე ერთმანეთს ღირსეული მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. ახლა მეორე შეხვედრას ველოდებით, რათა გაირკვეს, ვინ იმსახურებს შემდეგ ეტაპზე გასვლას“, – განაცხადა მარტინმა.

„ორდაბასსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის კონფერესლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ყაზახეთში 17 ივლისს ჩატარდება.