უეფა-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახური „ორდაბასი“ დაამარცხა #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახური „ორდაბასი“ დაამარცხა #1TVSPORT

უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდა, ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 4:3 გაიმარჯვა.

დირკ შუსტერის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და 30-ე წუთზე დაწინაურდა — სწრაფი კონტრშეტევა ფელიპე პირესმა ბიორნ იონსენს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ხუთ წუთში ყაზახური გუნდი წინ გავიდა. საჯარიმოსთან რუმინელ ნახევარმცველ მიჰაი კაპატინას (32) ხელს არავინ უშლიდა და მან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. რამდენიმე წუთში კი ქუთაისელთა დაცვის შეცდომით „ორდაბასის“ ქართველმა ლეგიონერმა, ლუკა იმნაძემ (35) ისარგებლა.

შესვენებამდე, 45+2-ე წუთზე, ქუთაისელთა ახალწვეულმა მატეი სიმიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე „ორდაბასი“ კვლავ წინ გავიდა — კუთხურის გათამაშების შემდეგ „ტორპედოს“ დაცვამ კარის წინ უყურადღებოდ დატოვა უკრაინელი ნახევარმცველი ვლადისლავ ნაუმეცი, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2:3 გახდა.

ქუთაისელებმა ამის შემდეგ დიდი ძალებით შეუტიეს, ლამაზ და ეფექტურ ფეხბურთს აჩვენებდნენ და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. 79-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წამოწყებული და ფელიპე პირესის განვითარებული იერიში ბიორნ იონსენმა დააგვირგვინა, ხოლო 90+4-ე წუთზე მატეი სიმიჩმაც დუბლი შეასრულა და „ტორპედოს“ გამარჯვება მოუტანა.

საპასუხო შეხვედრას ქუთაისის „ტორპედო“ „ორდაბასთან“ 17 ივლისს ყაზახეთში გამართავს.