„ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიას სანდრა ო და ენდი სამბერგი გაუძღვებიან
„ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიას სანდრა ო და ენდი სამბერგი გაუძღვებიან

„ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიას „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ო და „ბრუკლინი 9- 9-ს“ მსახიობი ენდი სამბერგი გაუძღვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ავრცელებს.

სანდრა ოს „გრეის ანატომიისთვის“ „ოქროს გლობუსი“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო აქვს მიღებული. იგი „ემის“ ხუთგზის ნომინანტია. ენდი სამბერგი კი, კომიკოსია, რომელმაც კარიერა Youtube-ზე გამოქვეყნებული პაროდიული ვიდეორგოლებით დაიწყო.

„ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინომოვლენას პირველი არხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ნომინანტთა გამოცხადებას მაყურებელი 1tv.ge –ზე თბილისის დროით 17:00 სთ-დან იხილავს.

ღონისძიებას ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს.