„ოქროს ბურთს“ ახალი ფავორიტი ჰყავს #1TVSPORT

10:55, 18.01.2026

ბუკმეიკერების კოეფიციენტების მიხედვით, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ ფავორიტად „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი მიიჩნევა.

ბრიტანელი ბუკმეიკერები ინგლისელი ფეხბურთელის მოგებაზე 4.0 კოეფიციენტს იძლევიან. რაისის მთავარი კონკურენტები არიან „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი და მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე. ორივეს კოეფიციენტია 4.5.

ბუკმეიკერთა ვერსიით 2025-26 წლების სეზონში „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ტოპათეული ასე გამოიყურება:

  1. დეკლან რაისი (არსენალი) – 4.00
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 4.50
  3. კილიან მბაპე (რეალი) – 4.50
  4. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 6.00
  5. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 9.00
  6. ვიტინია (პსჟ) – 17.00
  7. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 26.00
  8. უსმან დემბელე (პსჟ) – 26.00
  9. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 34.00
  10. რაფინია (ბარსელონა) – 34.00

მსგავსი