„ოქროს ბურთმა“ არასაფეხბურთო მიღწევებისთვის სოკრატესის პრიზი დააწესა #1TVSPORT
„ოქროს ბურთმა“ არასაფეხბურთო მიღწევებისთვის სოკრატესის პრიზი დააწესა #1TVSPORT

„ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებმა ახალი პრიზის დაარსების შესახებ გამოაცხადეს. მისი სახელწოდებაა „სოკრატესის პრიზი“.

ეს ჯილდო გადაეცემათ ფეხბურთელებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო პროექტებში და სამოქალაქო აქტივობას იჩენენ.

„სოკრატესის პრიზის“ პირველი მფლობელი 17 ოქტომბერს გამოცხადდება, როცა გაიმართება 2022 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სოკრატესი 2011 წელს გარდაიცვალა. ამ პრიზს მისი სახელი იმის გამო მიანიჭეს, რომ „კორინთიანსში“ თამაშის დროს, ნახევარმცველი აქტიურად იბრძოდა ბრაზილიაში სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.

ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად გამოიკითხებიან ჟურნალ France Football-ის წარმომადგენლები, სოკრატესის ნათესავები. აგრეთვე, მონაკოში მდებარე ორგანიზაცია Peace and Sport-ის წევრები.