„ოქროს ბურთის“ რეიტინგში მანემ ლევანდოვსკის გაუსწრო, ბენზემა ისევ ლიდერია #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ რეიტინგში მანემ ლევანდოვსკის გაუსწრო, ბენზემა ისევ ლიდერია #1TVSPORT

გამოქვეყნდა 2021-22 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ახალი რეიტინგი, რომელშიც შეინარჩუნა ლიდერობა მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, ხოლო მესამე ადგილი დაკარგა „ბაიერნის“ ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ. მას გაუსწრო „ლივერპულის“ თავდამსხმელმა სადიო მანემ.

განახლებული რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ქარიმ ბენზემა (რეალი)
  2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  3. სადიო მანე (ლივერპული)
  4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
  5. კილიან მბაპე (პსჟ)
  6. ვინისიუსი (რეალი)
  7. ლუკა მოდრიჩი (რეალი)
  8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  9. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
  10. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)