„ოქროს ბურთის“ რეიტინგში კრიშტიანო რონალდომ სამი ადგილი მოიგო #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ რეიტინგში კრიშტიანო რონალდომ სამი ადგილი მოიგო #1TVSPORT

გამოქვეყნდა 2021 წლის „ოქროს ბურთის“ ახალი რეიტინგი.

მას შემდეგ, რაც ევრო 2020-ზე პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სამი გოლი გაიტანა, მისი პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მეათედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი მეხუთედან მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ახლა, მეხუთე პოზიციაზე „ინტერისა“ და ბელგიის ნაკრების ფორვარდი რომელუ ლუკაკუა.

მეოთხე ადგილზეა პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), მესამეზე – ბელგიელი კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), მეორეზე – ფრანგი კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“).

რეიტინგში ლიდერობა შეინარჩუნა „ჩელსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ.