ოქროს ბუცი 2026 - კეინი თითქმის გამარჯვებულია #1TVSPORT
ოქროს ბუცი 2026 - კეინი თითქმის გამარჯვებულია #1TVSPORT

2025-26 წლების საკლუბო სეზონი დასასრულს უახლოვდება და თითქმის ცნობილია ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის პრიზის – „ოქროს ბუცის“ მფლობელი. „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი 33 გოლით ლიდერობს და შვიდი გოლით ასწრებს უახლოეს მდევარს, ერლინგ ჰალანდს. კეინს სეზონში ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ჰალანდს – სამი.

„ოქროს ბუცი“ 2025-26

  1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 66 (33×2.0)
  2. 2. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 52 (260)
  3. კილიან მბაპე (რეალი) – 48 (24×2.0)
  4. დიონ ბელიო (დინამო ზ) – 45 (30×1.5)
  5. ვედათ მურიკი (მალიორკა) – 44 (22×2.0)
  6. იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) – 44 (22×2.0)
  7. ლუის სუარესი (სპორტინგი) – 40.5 (27×1.5)
  8. ესტებან ლეპოლი (რენი) – 40 (20×2.0)
  9. დენიზ უნდავი (შტუტგარტი) – 38 (19×2.0)
  10. აიასე უედა (ფეიენოორდი) – 37.5 (25×1.5)
  11. ალექსანდარ კატაი (ცრ. ზვეზდა) – 34.5 (23 x1.5)
  12. რაიან მაე (ცრ. ზვეზდა) – 34.5 (23 x1.5)
  13. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 34 (17×2.0)
  14. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) – 34 (17×2.0)
  15. დონიელ მალენი (რომა) – 34 (17×2.0)
  16. პოლ ონუაჩუ (ტრაბზონი) – 33 (22 x1.5)
  17. ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა) – 33 (22 x1.5)
  18. ხოაკინ პანიჩელი (სტრასბური) – 32 (16×2.0)
  19. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) – 32 (16×2.0)
  20. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 32 (16×2.0)
  21. ფერან ტორესი (ბარსელონა) – 32 (16×2.0)
  22. მეისონ გრინვუდი (მარსელი) – 32 (16×2.0)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP-5-ის ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.