ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა - შესაძლოა, თორნიკე სანაკრებო მატჩებისთვის მზად იყოს #1TVSPORT
ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა - შესაძლოა, თორნიკე სანაკრებო მატჩებისთვის მზად იყოს #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა ნიქოზიისაპოელთან“ ერთად სეზონისთვის მზადება განაახლა და გუნდთან ერთად მონაწილეობდა ღია ვარჯიშში, რომელსაც ნიქოზიელი გულშემატკივრები დაესწრნენ.

აპოელის“ ხელმძღვანელობამ მათ განუცხადა, რომ ახალ სეზონში გუნდის მიზანი ყველა შიდა ტიტულის მოპოვებაა. სეზონის პირველ შეხვედრას გუნდი 21 აგვისტოს სტუმრად „პაფოსთან“ გამართავს.

ჯერ უცნობია, ამ მატჩისთვის იქნება თუ არა მზად თორნიკე ოქრიაშვილი. ქართველმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის პროგრამა დაასრულდა და უახლოეს დღეებში გაირკვევა, შეძლებს თუ არა „პაფოსთან“ თამაშს. მთავარია, რომ თორნიკე უკვე ვარჯიშობს და შესაძლებელია, ჩემპიონატის პრემიერაზე ვიხილოთ.

კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ „აპოელის“ მთავარი მწვრთნელი სავას პურსაიტიდისი „სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს“ და დარწმუნებულია, რომ ქართველი შემტევი მზად იქნება და ფაქტობრივად, 100% -ით შეუძლია დატვირთვა და თამაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც ვიხილოთ, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიწყება და კოსოვოსთან და ესპანეთთან ოფიციალური და ბულგარეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ ლარნაკას აეკ-თან ამხანაგური მატჩის 36-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი ტრავმამ შეაწუხა და მოედანი დატოვა. საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და 29 წლის ოქრიაშვილი მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდა.