ქართული დაპირისპირება კვიპროსზე - „აპოელმა“ „აპოლონი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქართული დაპირისპირება კვიპროსზე - „აპოელმა“ „აპოლონი“ დაამარცხა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატს დაწყებამდე ამხანაგურად ორმა ისეთმა გუნდმა ითამაშა, სადაც ქართველები თამაშობენ – ნიქოზიას „აპოელმა“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა ლიმასოლის „აპოლონთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა.

„აპოელის“ ძირითად შემადგენმლობაში მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია იყვნენ, თორნიკე ოქრიაშვილი კი რეაბილიტაციას ასრულებს. ლიმასოლის „აპოლონში“ მხოლოდ რეზი ინჯგიამ ითამაშა, რომელიც მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა. არ იყო გიორგი პაპუნაშვილიც, რომელიც გუნდის შეცვლას გეგმავს.

ნიქოზიელები მე-8 წუთზე ლიმასოლელთა მოთამაშის, ველინგტონის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 86-ე წუთზე კი სტუმართა კარი მეორე ნორვეგიელმა ლუედემომ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ქართველების თამაშს რაც შეეხება – 59-ე წუთზე ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე წუთზე შეცვალეს. დაუშვილმა კი მოედანი 90+1-ე წუთზე დატოვა.

კვიპროსის ჩემპიონატი აგვისტოში იწყება. 20 აგვისტოს ავთო ებრალიძის „დოქსა’ ლარნაკაში აეკ-ს ესტუმრება. 21 აგვისტოს „აპოელიც“ სეზონს გასვლაზე „პაფოსთან“ დაპირისპირებით გახსნის, თემურ ქეცბაიას და გიორგი ლორიას „ანორთოსისი“ 22 აგვისტოს პაეეკ-ს გასვალზე შეხვდება, ხოლო 23-ში „აპოლონი“ საშინაო არენაზე ახნას „ეთნიკოსს“ ეთამაშება.