„ოპტა სპორტი“ გაემიჯნა რუსულ ტელეარხს, რომელმაც წლის სიმბოლურში კვარაცხელია არ დაასახელა - კომპანიამ საკუთარი სტატისტიკით მანიპულირება არ დაუშვა #1TVSPORT
„ოპტა სპორტი“ გაემიჯნა რუსულ ტელეარხს, რომელმაც წლის სიმბოლურში კვარაცხელია არ დაასახელა - კომპანიამ საკუთარი სტატისტიკით მანიპულირება არ დაუშვა #1TVSPORT

ცნობილი საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია „ოპტა სპორტი“ გაემიჯნა რუსეთის პრემიერლიგის დასრულებული სეზონის სიმბოლურ ნაკრებს, რომელშიც ტელეკომპანია „მატჩ პრემიერმა“ ხვიჩა კვარაცხელია არ შეიყვანა.

რუსული ტელეკომპანიის განცხადებით, მათ წლის რჩეული 11 მოთამაშე „ოპტა სპორტის“ სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს. კომპანია „ოპტა სპორტის“ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ მშრალი სტატისტიკის გარდა სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებდნენ, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ რომ ეს მისი სტატისტიკით მანიპულირება იყო და სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი შეიყვანა.

ოპტა სპორტის“ ვერსიაში სხვა ცვლილებაც მოხდა – სიმბოლურში „სპარტაკის“ ფორვარდი ჯორდან ლარსონი „ზენიტის“ ფორვარდის, მალკოლმის ნაცვლად დაასახელა. ასევე დაამატა ხორვატიის ნაკრების და ცსკა-ს ნახევარმცველი ნიკოლა ვლაჩიჩი, რომელსაც ობიექტური მედია სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდა, მაგრამ რუსულ ვერსიაში ვერ მოხვდა. კომპანიის სიაში არც ცსკა-ს და რუსეთის ნაკრების მცველი მარიო ფერნანდესია. სამაგიეროდ, შევიდა ირანის ნაკრების და „ზენიტის“ თავდამსხმელი სერდარ აზმუნი, რომლის ადგილსაც რუსულ ვერსიაში „სპარტაკის“ და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრე სობოლევი იკავებდა.

სეზონის გუნდი, რომელიც შეადგინა „ოპტა სპორტმა“: ლანტრატოვი, კარავაევი, ტიხიი, დუგლას სანტოსი, ნობოა, კრიხოვიაკი, ვლაშიჩი, კვარაცხელია, ლარსონი, ძიუბა, აზმუნი.

სეზონის გუნდი, რომელიც ტელეარხმა „მატჩ პრემიერმა“ შეადგინა: ლანტრატოვი, ფერნანდესი, ჟიგო, მურილო, დუგლას სანტოსი, შიმანსკი, კრიხოვიაკი, ნობოა, სობოლევი, ძიუბა, მალკი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის დასრულებული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ სამმა მედია-საშუალებამ დასახელა.

მატჩ პრემიერმა“ სეზონის მსვლელობის მსგავსი უცნაური გადაწყვეტილებით თავი ადრეც გამოიჩინა. მეორე წრეში, „სოჭთან“ „რუბინმა“ კვარაცხელიას ერთადერთი გოლით მოიგო, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ტელეპარტნიორმა არხმა კი საუკეთესოდ იევტიჩი დაასახელა.