კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებშია - ხვიჩას ფლანგიდან „რუბინის“ შეტევების 41 პროცენტი იწყებოდა #1TVSPORT
კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებშია - ხვიჩას ფლანგიდან „რუბინის“ შეტევების 41 პროცენტი იწყებოდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის დასრულებული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ორმა მედია-საშუალებამ და ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა დაასახელა.

პირველად ქართველი თავდამსხმელი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრებში „ტრანსფერმარკტა“ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში სიმდიდრით მეექვსე ლიგაში, გერმანული სააგენტოს შეფასებით, კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ფეხბურთელებში სატრანსფერო ფასით მესამე ადგილზეა.

რაშან თუდეიმ“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის აღიარება ასე ახსნა:

„კვარაცხელია ვერ დაიკვეხნის გამორჩეული სტატისტიკით. მას მხოლოდ რვა ქულა აქვს აქვს (4 გოლი + 4 საგოლე). მაგრამ მისი ფლანგის გავლით „რუბინის“ შეტევების უმეტესობა (41%) იწყებოდა. მცველები ხშირად ვერაფერს აკეთებდნენ ფეხბურთელის ფენომენალურ დრიბლინგის საწინააღმდეგოდ. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა (3.4 მცდელობა თითო მატჩში) და კონკურენტებთან სერიოზული უპირატესობა აქვს. ხშირად მისი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ წესის დარღვევის და ყვითელი ბარათის ფასად“, – წერია „რაშან თუდეის“ გვერდზე.

სიმბოლურში ქართველი რუსულმა მედიამაც შეიყვანა და სხვებისგან განსხვავებით, ყველაზე ლოგიკურად და საფუძვლიანად ახსნა, რა როლს თამაშობა კვარაცხელია „რუბინის“ წარმატებაში, რომელიც ევროსარბიელზე დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა.

„ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ყველაზე მწვავე მოთამაშეა. ლიგის საუკეთესო დრიბლიორის ანგარიშზე საშუალოდ 3.4 წარმატებული დრიბლინგია თამაშში. შედარებისთვის, ყველა სხვა მოთამაშის ანალოგიური მაჩვენებელი არაუმეტეს 3-ია. მის ანგარიშზეა 4 გოლი, 4 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი, 2 დარტყმა, რომელიც დამატებაზე სხვებმა გოლით დაასრულეს. იმის გათვალისწინებით, რომ 20 წლის ხვიჩამ საქართველოს ნაკრებში გაიტანა ესპანეთთან და საბერძნეთთან და მისადმი უცხოური კლუბების მხრიდან აშკარად გამოხატული ინტერესია, ის სავარაუდოდ, ზაფხულში ევროპაში გაემგზავრება. სამწუხაროა – ასეთი მოთამაშეები ამშვენებენ ჩვენს პირველობას“.