ომარ თეთრაძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა #1TVSPORT
ომარ თეთრაძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ომარ თეთრაძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ომარ თეთრაძემ „საბურთალო“ დატოვა. მადლობას ვუხდით ბატონ ომარს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის განცახდებაში.

54 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა „საბურთალო“ 2022 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო და ორი წრის შემდეგ დედაქალაქური კლუბი მეორე ადგილზე იყო. თუმცა მესამე წრეში შედეგები გააუარესა.

ომარ თეთრაძე საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, გამოდიოდა ოზურგეთის „მერცხალში“, შემდეგ კი ითამაშა მოსკოვის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“, „რომაში“, ბერძნულ პაოკ-ში.

თეთრაძე 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა „ანჟიში“, „ხიმკიში“, „ნიჟნი ნოვგოროდში“, ასევე ყაზახურ კლუბებში.