ომარ თეთრაძე „საბურთალოში“, შესაძლოა, გიორგი მიქაძემ შეცვალოს  #1TVSPORT
ომარ თეთრაძე „საბურთალოში“, შესაძლოა, გიორგი მიქაძემ შეცვალოს  #1TVSPORT

ომარ თეთრაძეს „საბურთალოში“ მთავარი მწვრთნელის რანგში გიორგი მიქაძე შეცვლის – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

„ომარ თეთრაძის წასვლის შემდეგ „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე იქნება. Geo Team-ის ინფორმაციით, კლუბი და მწვრთნელი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი მიქაძე „თელავის“ ფეხბურთელებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ხვალ ამცნობს. სავარაუდოდ, „თელავსა“ და მათ ამჟამინდელ მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდება“, – წერს Geo Team-ი.

საქართველოს პირველმა არხმა ეს ინფორმაცია გადაამოწმა და „საბურთალოში“ დაგვიდასტურეს, რომ გიორგი მიქაძის მიმართ ინტერესი არსებობს, მაგრამ მან ჯერ „თელავთან“ უნდა გაარკვიოს ურთერთობა. შეგახსენებთ, რომ 42 წლის გიორგი მიქაძემ „თელავი“ ზაფხულში ჩაიბარა და მცირე დროში აუტსაიდერ გუნდში მდგომარეობა ისე გამოასწორა, რომ მესამე წრეში ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.