ომარ თეთრაძე - „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ დაუფასებლობას არ აპატიებს
ომარ თეთრაძე - „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ დაუფასებლობას არ აპატიებს

ომარ თეთრაძემ სააგენტო ტას-თან აღნიშნა, რომ ევროპის ლიგაზე მოსკოვის „დინამოს“ მეტოქე, თბილისის „ლოკომოტივი“ ახალგაზრდა, მებრძოლი და არაპროგნოზირებადი გუნდია.

თეთრაძე თბილისში დაბადებული და „დინამოში“ გაზრდილი მოთამაშეა, რომლის ოჯახიც დღესაც თბილისში ცხოვრობს. ის იყო საბჭოთა კავშირის, დსთ-ს, რუსეთის ნაკრებების და მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე.

ვროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, თბილისის „ლოკომოტივმა“ 2:1 დაამარცხა რუმინული კლუბი „უნივერსიტატეა“ და ევროპული გათამაშების მეორე შესარჩევ ეტაპზე თავის ისტორიაში მეორედ გავიდა. შეხვედრა 17 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

„ამ მატჩში ფავორიტი მოსკოვის „დინამოა”, მაგრამ თუ მეტოქეს არ დააფასებს, შემდეგ ეტაპზე „ლოკომოტივი“ გავა. თითოეული მოთამაშე შეეცდება, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. ერთ თამაშზე მობილიზება ყველას შეუძლია. ნუ დააკნინებთ მეტოქეს და ზედმეტად ნუ გადააფასებთ თქვენს შესაძლებლობებს – ასე საკითხი არც უნდა დაისვას,“ – ამბობს ომარ თეთრაძე.

ვეტერანმა მოთამაშემ თბილისის „ლოკომოტივი“ დაახასიათა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში გუნდურობა გამოარჩია.

„პირველ ეტაპზე ქართულმა გუნდმა დაამარცხა რუმინეთის „უნივერსიტეტეა“, რამაც აბსოლუტურად არ გამაკვირვა. „ლოკომოტივი“ არაპროგნოზირებადი, ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს. გამოირჩევა გუნდური თამაშით, გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, დისციპლინირებული და ორგანიზებულია. მას თავისუფლად შეუძლია სიურპრიზები შემოგთავაზოთ,“ – აცხადებს თეთრაძე.