ომარ თეთრაძე - იმედია, პირველი მოგება „საბურთალოსთვის“ დიდი სტიმული იქნება #1TVSPORT
ომარ თეთრაძე - იმედია, პირველი მოგება „საბურთალოსთვის“ დიდი სტიმული იქნება #1TVSPORT

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ ქობულეთის „შუქურასთან“ მოგებულ შეხვედრაზე (2:1) ისაუბრა, რომელიც მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იყო.

„ამ თამაშისთვის ვემზადებოდით, მძიმე შეხვედრა გამოდგა, მაგრამ ადვილი არც ერთი მატჩი არ იქნება. წინა ტურში ბათუმის „დინამოსთან“ წავაგეთ და ბიჭები ფსიქოლოგიურად კარგად არ იყვნენ. ამიტომ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო საქმისადმი ისეთი მიდგომისთვის, რაც დღეს გამოავლინეს.

„შუქურასთან“ პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ერთი შეცდომის გამო გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე აქტიურად ათამაშდა და უპირატესობას დაეუფლა. ცვლილებების შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და მიხარია, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. იმედია, ეს მოგება ბიჭებისთვის დიდი სტიმული იქნება“, – ამბობს ომარ თეთრაძე.