ომარ თეთრაძე დისკვალიფიცირებულია - „საბურთალოს“ მწვრთნელი 21 აპრილს დაუბრუნდება #1TVSPORT
ომარ თეთრაძე დისკვალიფიცირებულია - „საბურთალოს“ მწვრთნელი 21 აპრილს დაუბრუნდება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „საბურთალო“ წყალტუბოს „სამგურალს“ მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის გარეშე ესტუმრა, მიზეზი კი მისი დისკვალიფიკაციაა.

თბილისელები წყალტუბოს გუნდთან სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის რანგში გუგა ნერგაძემ გაიყვანა. ასე გრძელდება უკვე მეორე ტურია, რადგან თეთრაძეს „სამტრედიასთან“ მატჩის შემდეგ მსაჯებთან შეკამათება მოუვიდა, რაც არბიტრებმა მოხსენებით ბარათში დააფიქსირეს.

მომხდარი ინციდენტის გამო თეთრაძეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის გამო თბილისელთა მწვრთნელმა უკვე გამოტოვა მეექვსე ტურის დაპირისპირება „გაგრასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო.

თეთრაძე გუნდს ვერც 13 აპრილს „თელავთან“ მომდევნო ტურის საშინაო შეხვედრაში უხელმძღვანელებს. მწვრთნელი გუნდს 21 აპრილს დაუბრუნდება, როდესაც „საბურთალო“ „დინამო თბილისთან“ გორში იასპარეზებს.