ოლიმპიური აუზი სპორტის მუზეუმს გადაეცა #1TVSPORT
ოლიმპიური აუზი სპორტის მუზეუმს გადაეცა #1TVSPORT

დიღმის ოლიმპიური აუზი სპორტის მუზეუმს გადაეცა – ეს დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აუზი 2015 წელს საქართველოში გამართული ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. მას შემდეგ კი შპს სპორტმშენსერვისის განკარგულებაში იყო.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიღმის ოლიმპიურ აუზზე 900 მ2 ფართი ამიერიდან სპორტის მუზეუმს გადაცემა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს სპორტმშენსერვისის დირექტორი, გერონტი ცინდელიანი და სპორტის მუზეუმის დირექტორი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე. მათან ერთად მინისტრმა საცურაო აუზის ტერიტორიაზე სპორტის მუზეუმის განთავსების დეტალები განიხილა.

ნინო სალუქვაძის თქმით, სპორტის მუზეუმის გაფართოება აუცილებელია, რადგან საქართველოს სპორტში დიდი წარმატებები აქვს, რაც ბევრი დიდი ქვეყნისთვის ოცნებაა. ახალ მუზეუმში შესაძლებელი გახდება მაქისმალურად მეტი ექსპონატის განთავსება, რაც სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.