„ოლიმპიაკოსი“ „პანათინაიკოსის“ ევროლიგიდან გაგდებას ითხოვს

19:15, 12.11.2018

საბერძნეთის „ოლიმპიაკოსის“ ხელმძღვანელობამ ევროლიგასა და მის პრეზიდენტ ჟორდი ბარტომეუს ტურნირიდან „პანათინაიკოსის“ გარიცხვა და ამ კლუბის მფლობელ დიმიტრის იანაკოპულოსისთვის ევროლიგის მატჩებზე დასწრების აკრძალვა სთხოვა.

ერთ-ერთ ბოლო კომენტარში იანაკოპულოსმა „ოლიმპიაკოსის“ მხრიდან მსაჯების მოსყიდვის შესახებ გამოაცხადა და სწორედ ამას მოჰყვა კლუბის ოფიციალური განცხადება. „ოლიმპიაკოსი“ იანაპოკულოსისა და მისი კლუბის დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ.

მსგავსი