ლონდონის „ტოტენჰემმა“ ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანგე პესტეკოგლუს განთავისუფლება.
2024-25 წლების სეზონში პესტეკოგლუმ „ტოტენჰემი“ ევროპის ლიგაზე გამარჯვებამდე მიიყვანა. ეს კლუბის პირველი ტიტული იყო 2008 წლის შემდეგ. ამასთან, გუნდმა პრემიერლიგის გათამაშება მე-17 პოზიციაზე დაასრულა.
„ხელმძღვანელობა იმ აზრამდე მივიდა, რომ, კლუბის ინტერესებოდან გამომდინარე, ცვლილებებია საჭირო. პრემიერლიგაში 2023-24 წლების სეზონის პოზიტიური სტარტის შემდეგ ჩვენ ჩემპიონატის ბოლო 66 მატჩში მხოლოდ 78 ქულა დავაგროვეთ. ამან პრემიერლიგაში ყველაზე ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ხანდახან იყო გასამართელებელი გარემოებები – ტრავმები, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ პრიორიტეტი მიგვენიჭებინა ჩვენი ევროპული კამპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგაზე გამარჯვება ერთ-ერთ უდიადეს მომენტად მიიჩნევა კლუბის ისტორიაში, ჩვენ ვერ დავეყრდნობით ემოციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ ტრიუმფს უკავშირდება“, – წერია „ტოტენჰემის“ განცხადებაში.
ლონდონური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დროში გახდება ცნობილი. ელოდებიან, რომ ეს იქნება ტომას ფრანკი „ბრენტფორდიდან“.