ოფიციალურად - სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 24-გუნდიანი პლეიოფით განახლდება
ოფიციალურად - სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 24-გუნდიანი პლეიოფით განახლდება

ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა სეზონის განახლების გეგმის შესახებ გამოაცხადა.

ბეტმენის თქმით, რეგულარული ჩემპიონატი არ გაგრძელდება და ის ოფიციალურად დასრულებულია.

პლეი ოფში მონაწილეობას მიიღებს 12-12 გუნდი თითო კონფერენციიდან, რომლებსაც დაგროვილი ქულების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვთ.

ასე რომ, გარკვეულია შვიდი გუნდი, რომელიც პლეი ოფში ვერ ითამაშებს – „ოტავა“, „ბაფალო“, „დეტროიტი“, „ლოს ანჯელესი“, „ნიუ ჯერსი“, „ანაჰაიმი“ და „სან ხოსე“.

პლეი ოფის მატჩები ორ ქალაქში გაიმართება: ერთი უმასპინძლებს აღმოსავლეთის გუნდებს, მეორე – დასავლეთისას.

პლეი ოფის ფორმატი ასეთი იქნება: თითოეული კონფერენციიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში სამ მატჩ ითამაშებს წრიული სისტემის ფორმატში. ეს მატჩები საშუალებას მისცემს გუნდებს, შეცვალონ პლეი-ოფში განთესვის ნომერი. წრიული ტურნირის პარალელურად, დანარჩენი გუნდები ჩაატარებენ სერიებს სამ მოგებამდე. ამ წყვილებში გამარჯვებულები მოხვდებიან პლეი-ოფის პირველ რაუნდში პირველ ოთხ ნომრად განთესილ გუნდებთან. ამის შემდეგ, სტენლის თასის გათამაშება ჩვეულებრივი ფორმატით გაგრძელდება.