ოფიციალურად - სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

სადიო მანე არ იქნება ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე. ამის შესახებ სენეგალის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა.

„ბაიერნის“ ფორვარდმა, რომელიც მოხვდა სენეგალის ნაკრების საბოლოო განაცხადში, ვერ მოასწრო ტრავმის შემდეგ აღდგენა. სანემ უკვე გაიკეთა ოპერაცია დაზიანებულ მუხლზე.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანემ ტრავმა ბუნდესლიგის მე-14 ტურში „ვერდერთან“ მატჩში მიიღო.