ოფიციალურად - სადიო მანე „ბაიერნის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ოფიციალურად - სადიო მანე „ბაიერნის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

სადიო მანე „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ გადავიდა.

30 წლის სენეგალელმა გერმანიის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

ადრე ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნი“ მანეს სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაიხდიდა, კიდევ ცხრა მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. ასევე იტყობინებოდნენ, რომ ფორვარდის ხელფასი მიუნხენურ კლუბში სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. „ლივერპულში“ ის 12 მილიონს იღებდა.

სადიო მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ექვსი ტიტული მოიგო, მათ შორის ინგლისის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა.

გასულ სეზონში მანემ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.