ოფიციალურად – პატრიკ ვიეირა სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

17:20, 18.08.2026

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ გამოაცხადა ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ.

ვიეირას ბოლო კლუბი იყო „ჯენოა“. მანამდე მან მთავარ მწვრთნელად იმუშავა „სტრასბურში“, „კრისტალ პალასში“, „ნიუ იორკ სიტიში“, „ნიცასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრულ გუნდში.

აღსანიშნავია, რომ პატრიკ ვიეირა სენეგალის დედაქალაქ დაკარშია დაბადებული.

სენეგალის ნაკრების ბოლო მთავარი მწვრთნელი იყო პაპე ტიავი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაითხოვეს პოსტიდან.

მსგავსი