ოფიციალურად – „მანჩესტერ სიტიმ“ მარკ გეჰი შეიძინა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „კრისტალ კალასისა“ და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის, მარკ გეჰის ტრანსფერის შესახებ.
ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერულ კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 25 წლის მცველის ტრანსფერი „სიტის“ დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი დაუჯდებოდა.
მარკ გეჰი 2021 წელს გადავიდა „ჩელსიდან“ „კრისტალ პალასში“. ამ სეზონში მან 33 ოფიციალურ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.