ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაგუაირთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაგუაირთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ცენტრალურ მცველთან ჰარი მაგუაირთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში და გარიგება ითვალისწინებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოპციას.

33 წლის ინგლისელი „იუნაიტედში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან ერთად მოიგო ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი.