ოფიციალურად - ლაპორტამ „ბარსელონას“ პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა
ოფიციალურად - ლაპორტამ „ბარსელონას“ პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა

„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპირებს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მან უკვე წარმოადგინა საკუთარი პროექტი.

„ჩვენ გვაქვს გეგმები, გამოცდილება და სურვილი, რათა ცვლილებები შევიტანოთ კლუბში. გვინდა ყველა გავაერთიანოთ „ბარსელონაში“, – თქვა ლაპორტამ.

მან ასევე ილაპარაკა „ბარსელონას“ კაპიტანთან ლიონელ მესისთან დაკავშირებით გეგმებზე, რომელსაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს. ლაპორტას მიაჩნია, რომ შეძლებს არგენტინელის დაყოლიებას გუნდში დარჩენაზე.

„ჩვენ შევქმნით ყველა პირობას, რათა დავიყოლიოთ მესი „ბარსელონაში“ დარჩენაზე. უნდა აღადგინოთ ჩვენი აკადემია La Masia ახალი მეთოდების მეშვეობით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კარგი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

თუ გავითვალისწინებთ ჩასატარებელი სამუშაოს ხასიათს, მნიშვნელოვანი იქნება, თუ მესი თავისი პროფესიონალიზმითა და ლიდერის თვისებებით კლუბში დარჩება. გასაგებია, რომ მუდმივი არავინაა, მაგრამ მესის წინ კიდევ ბევრი წელი აქვს მაღალ დონეზე გამოსასვლელად”, – ამბობს ლაპორტა.

ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი იყო 2003-10 წლებში. მისი ხელმძღვანელობით კატალონელებმა ოთხჯერ მოიგეს ლა ლიგა, მოიპოვეს ესპანეთის თასი და სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაზე, მოიპოვეს უეფას სუპერთასი და მოიგეს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.