ოფიციალურად - „დენვერ ნაგეტსმა“ გიორგი ბეჟანიშვილს კონტრაქტი გაუფორმა #1TVSPORT
ოფიციალურად - „დენვერ ნაგეტსმა“ გიორგი ბეჟანიშვილს კონტრაქტი გაუფორმა #1TVSPORT

NBA-ის საზაფხულო ლიგის შემდეგ, ESPN-ის ჟურნალისტმა ომ იანგმისუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავსტრიის მოქალაქე ქართველმა მძიმე ფორვარდმა, გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ Exhibit 10 კონტრაქტი გააფორმა. ცოტა ხნის წინ მან ეს ოფიციალურად, ლიგის წყაროზე დაყრდნობით დაადასტურა.

„ლიგის წყაროს ცნობით, მძიმე ფორვარდმა, გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ Exhibit 10 კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. დებიუტანტი, რომელიც „ილინოისში“ თამაშობდა „ნაგეტსის“ საზაფხულო ლიგის გუნდში იყო“, – წერს იანგმისუკი „ტვიტერზე“.

ESPN-ის შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გაფორმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი თავად კლუბმაც გამოაქვეყნა, სადაც ბეჟანიშვილის დამატების გარდა აღნიშნულია, რომ „ნაგეტსმა“ მეტ რაიანი გაუშვა.

დიდი ალბათობით, ბეჟანიშვილი სეზონის უმეტეს ნაწილს დენვერელთა G ლიგის გუნდში „გრანდ რაპიდს გოლდში“ გაატარებს, მაგრამ მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის გამოჩენის შანსიც ექნება. როგორც ამერიკული გამოცემა hoopsrumors იუწყება, გიორგი ამ სეზონის განმავლობაში როტაციის წევრი გახდება.

„დენვერი“ პრესეზონის შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს, „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.