გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ავსტრიის მოქალაქე ქართველმა მძიმე ფორვარდმა, გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ Exhibit 10 კონტრაქტი გააფორმა, – ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი, ომ იანგმისუკი NBA-ის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

Exhibit 10 კონტრაქტი ერთწლიანია, ამ დროს მოთამაშეებს მინიმალურ ხელფასს უხდიან. გუნდებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მათ რეგულარულ სეზონამდე დააკვირდნენ, შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში ორმხრივი კონტრაქტიც გაუფორმონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლუბს ნებისმიერ დროს შეუძლია კალათბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტოს. დიდი ალბათობით, ბეჟანიშვილი შემდეგ სეზონს „დენვერ ნაგეტსის“ G ლიგის გუნდში „გრანდ რაპიდს გოლდში“ გაატარებს.

რაც შეეხება ორმხრივ კონტრაქტს, ამ დროს მოთამაშეებს შეუძლიათ NBA-ის გუნდთან ერთად მხოლოდ 50 მატჩში მიიღონ მონაწილეობა, დარჩენილი ნაწილი კი განვითარების ლიგაში უნდა გაატარონ. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს „მილუოკი ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. შესაბამისად, კალათბურთის უმაღლეს ლიგაში შემდეგი სეზონიდან 3 ქართველი იასპარეზებს – გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი.

სეზონის დაწყებამდე, გიორგი ბეჟანიშვილი „ნაგეტსის“ საზაფხულო ლიგის გუნდს შეუერთდა, სადაც მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.