ოფიციალურად – ალექსანდრე მერკვილაძე „გრნინგენში“ ითამაშებს #1TVSPORT

00:28, 24.08.2026

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას ნიდერლანდების ჩემპიონატის კლუბ „გრონინგენში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

მერკვილაძე ბოლოს ბელგიის ჩემპიონატში „ოსტენდეს“ ღირსებას იცავდა, სადაც 30 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა.

„მოხარული ვარ, რომ ისეთი მაღალი დონის კლუბში ჩავირიცხე, როგორიც „გრონინგენია“, აქ განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა მექნება“, – თქვა მერკვილაძემ ახალი კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას.

„მოხარული ვართ, რომ მერკვილაძის სახით ძლიერი კალათბურთელი დავიმატეთ, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. გვჯერა, რომ ის გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს“, – ეს გრონინგენის მთავარი  მწვრთნელის, ჯეისონ დურისოს კომენტარია.

მერკვილაძე ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც „ჯვაროსნები“ 28 აგვისტოს თბილისში, მონტენეგროსთან გამართავენ, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას ესტუმრებიან.

მსგავსი