ოფიციალურად - ალექს ბაენა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ალექს ბაენა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ალექს ბაენა „ვილიარელიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა სათამაშოდ. ამის შესახებ წერს მადრიდული კლუბის პრესსამსახური.

ფეხბურთელთან 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი. პრესის ცნობით, ტრანსფერის თანხამ 45 მილიონი ევრო შეადგინა.

23 წლის ბაენამ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში 148 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.