ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასირებული იერიში მიიტანა. დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, 15 კი დაშავდა.

როგორც მედია ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით წერს, ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები და ავტომობილები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობიდან 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ტრუხანოვის თქმით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი სკოლის შენობაც.