ობერჰოფში ესტაფეტა კაცებში საფრანგეთის, ხოლო ქალებში გერმანიის ნაკრებმა მოიგო | ბიატლონი 
ობერჰოფში ესტაფეტა კაცებში საფრანგეთის, ხოლო ქალებში გერმანიის ნაკრებმა მოიგო | ბიატლონი 

გერმანულ ქალაქ ობერჰოფში ბიატლონში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე ორი ძალიან საინტერესო რბოლა გაიმართა – ესტაფეტა კაცებში 4*7.5 კმ-ზე და ესტაფეტა ქალებში 4*6 კმ-ზე.

მამაკაცთა რბოლა პირველობისთვის ნორვეგიის და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გაიმართა და დაძაბული ესტაფეტა ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ნორვეგიის ეროვნული გუნდი, მესამეზე იტალიის ნაკრები გავიდა.

ასევე კარგი საყურებელი გამოდგა ქალთა ესტაფეტაც, სადაც გერმანიის ნაკრებმა ყველას აჯობა, მეორე ადგილი ბელარუსის ეროვნულმა გუნდა დაიკავა, მესამეზე კი შვედეთის ნაკრები გავიდა.

მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპი მიმდინარეობს და დღევანდელი მონაცემებით საერთო ჩათვლას კაცებში 582 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 543 ქულით ასევე ნორვეგიელი მარტა როისელანდი იკავებს.