ნუნუ ეშპირიტუ „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
ნუნუ ეშპირიტუ „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ. ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 47 წლის სპეციალისტთან 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.

ნუნუ ეშპირიტუს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ვულვერჰემპტონი“, რომელსაც 2017-2021 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, „მგლებმა“ ზედიზედ ორჯერ დაიკავეს მეშვიდე ადგილი, რაც ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში. გარდა ამისა, 2019-20 წლების სეზონში „ველვერჰემპტონმა“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთან „სევილიასთან“ დამარცხდა.