ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | ბუდაპეშტი 2018
ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | ბუდაპეშტი 2018

ქართველი ფალავანი, ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში წურწუმია აზერბაიჯანელ აზიზლის დაუპირისპირდა და შეხვედრა 6:3 დათმო.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში მას ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანი შეხვდა. ორთაბრძოლა 40 წამში დასრულდა და წურწუმიამ მეტოქე მარტივად, 8:0 დაამარცხა.

ნუგზარ წურწუმია დღის პირველ შეხვედრაში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს დაუპირისპირდა და 6:1 გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კი რუს ვასილი ტოპოევს შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (11:9).