„ნიუკასლის“ გაყიდვის შემდეგ, პრემიერლიგას ახალი შეფი ეყოლება #1TVSPORT
„ნიუკასლის“ გაყიდვის შემდეგ, პრემიერლიგას ახალი შეფი ეყოლება #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის პრეზიდენტი გერი ჰოფმანი დატოვებს თავის პოსტს იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის მიერ „ნიუკასლის“ შეძენას უკავშირდება.

ჰოფმანმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ გარიგების თაობაზე. პრემიერლიგის კლუბებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან საუდის არაბეთმა, შესაძლოა, ცუდი იმიჯი შეუქმნას ლიგას. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

61 წლის ჰოფმანი პრემიერლიგას 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

ელოდებიან, რომ ჰოფმანის წასვლის შესახებ უახლოეს დღეებში დღეებში გამოცხადდება.