„ნიუ იორკმა“ NBA-ს სუპერფინალის მატჩის დროს ისტორიაში ყველაზე დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრა და სერიაში უპირატესობა განიმტკიცა #1TVSPORT

08:00, 11.06.2026

NBA-ს 2026 წლის სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩს „ნიუ იორკის“ საშინაო არენამ, „მედისონ სქუერ გარდენმა“ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „სან ანტონიო“ დრამატულ ბრძოლაში 107:106 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა განიმტკიცა – 3:1.

აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის დასაწყისში „სან ანტონიო“ 29 ქულით იყო წინ, თუმცა „ნიუ იორკმა“ NBA-ს სუპერფინალური სერიის მატჩის ისტორიაში ყველაზე დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

„ნიუ იორკს“ შეხვედრაში ბოლო ქულები ოუჯი ანენოუბიმ მოუპოვა, რომელმაც ურთულესი ორქულიანი მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ჩააგდო.

თამაშის ბომბარდირი 36 ქულით „ნიუ იორკის“ უკანახაზელი ჯეილენ ბრანსონი გახდა, თავად ანენოუბის 33 ქულა ჰქონდა. რაც შეეხება „სან ანტონიოს“, გუნდის ლიდერმა, ვიქტორ ვემბანიამამ შეხვედრა 24 ქულით დაასრულა.

სერიის მეოთხე მატჩი „სან ანტონიოს“ დარბაზში 14 ივნისს ჩატარდება. „ნიუ იორკი“ გამარჯვების შემთხვევაში ტიტულს 1973 წლის შემდეგ პირველად დაეუფლება. აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ს სუპერფინალების ისტორიაში 1:3 ჩამორჩენა მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს აღმოიფხვრა, როდესაც „კლივლენდ კავალიერსმა“ მოახერხა და „გოლდენ სტეიტთან“ ამ ანგარიშიდან სერია 4:3 მოიგო.

მსგავსი