ნინო სალუქვაძის ტირში შეჯიბრი შერეულ წყვილებს შორის პირველად ჩატარდა
ნინო სალუქვაძის ტირში შეჯიბრი შერეულ წყვილებს შორის პირველად ჩატარდა

ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე საქართველოს ღია პირველობა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტურნირში ქართველ სპორტსმენებთან ერთად აზერბაიჯანელმა ტყვიის მსროლელებმაც მიიღეს მონაწილეობა, ჯამში კი ორივე ტურნირზე 45 სპორტსმენი ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ტირში შეჯიბრი შერეულ წყვილებს შორის პირველად ჩატარდა.
შერეული წყვილები (მამაკაცები და ქალები) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლის ახალი დისციპლინა იქნება და ნინო სალუქვაძე ამჯერად ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად შეეცდება მისთვის უკვე მე-9 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.