ნინო სალუქვაძე საქართველოში დაბრუნდა
ნინო სალუქვაძე საქართველოში დაბრუნდა

ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე საქართველოში დაბრუნდა.

ნინო სალუქვაძემ პეკინში ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიიღო და 578 ქულით ფინალშიც გადავიდა.

გადამწყვეტ რაუნდში ნინო სალუქვაძე 148.0 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მყოფ მსროლელებს – ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ანა კორაკაკისს, ოლიმპიადის რუს ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის უკვე ჰქონდათ საგზურები.

სპორტსმენი მომდევნო შეჯიბრებებისთვის მომზადებას განაგრძობს.