ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას განცხადება ვაჟკაცობის გამოვლინება კი არაა, ეს არის კანონისა და სახელმწიფოს უპატივცემულობა
ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას განცხადება ვაჟკაცობის გამოვლინება კი არაა, ეს არის კანონისა და სახელმწიფოს უპატივცემულობა

ნიკა მელიას განცხადება ვაჟკაცობის გამოვლინება კი არაა, ეს არის კანონისა და სახელმწიფოს უპატივცემულობა, – ასე აფასებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას.

სამხარაძის თქმით, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს.

„როდესაც საქართველოში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიისა და ასევე, მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი.

კანონის მორჩილება არის მთავარი, რაც სახელმწიფოს ქმნის. ჩემთვის ეს განცხადება არა ვაჟკაცობის გამოვლინებაა, არამედ ეს არის კანონის უპატივცემულობა და ეს თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარებ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისთვის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.