ბეგაძე და ბახტიძე მომდევნო ეტაპზე გავიდნენ | მინსკი 2019
ბეგაძე და ბახტიძე მომდევნო ეტაპზე გავიდნენ | მინსკი 2019

მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპული თამაშების პირველ დღეს კიდევ ერთმა ქართველმა მოკრივემ მოიპოვა გამარჯვება. -91 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ბეგაძე ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ქართველი სპორტსმენი მეთექვსმეტედფინალში უკრაინელ რამაზან მუსლიმოვს დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 ივნისს გაიმართება.

დღესვე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში (+91 კგ.) მიხეილ ბახტიძე უნგრელ ისტვან ნაგი ბენცეს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მას მომდევნო ორთაბრძოლა 24 ივნისს, ირლანდიელი დინ გარდინერის წინააღმდეგ ექნება.

შეგახსენებთ, რომ მის გარდა დღეს ორთაბრძოლები არტიუშ გომციანმა (-56 კგ.) და გიორგი ხარაბაძემაც (-75 კგ) მოიგეს.