არტიუშ გომციანმა და გიორგი ხარაბაძემ პირველი ორთაბრძოლები მოიგეს | მინსკი 2019

ბელურისის დედაქალაქ მინსკში სტარტი აიღო რიგით მეორე ევროპულმა თამაშებმა.

დღეს, საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში მოკრივეებიც ჩაერთვნენ. 56 კგ. წონით კატეგორიაში, პირველი გამარჯვება მოიპოვა არტიუშ გომციანმა, რომელმაც პოლონელ იაროსლავ ივანოვს 5-0 სძლია.

ქართველი მოკრივე მერვედფინალურ ეტაპზე რუს ბახტოვარ ნაზიროვს შეხვდება. ორთაბრძოლა 24 ივნისს შედგება.

75 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთმა ქართველმა მოკრივემ იზეიმა გამარჯვება. გიორგი ხარაბაძემ სერბეთის წარმომადგენელს მიროსლავ სავიჩს ანგარიშით 5-0, დამაჯერებლად მოუგო. მომდევნო ორთაბრძოლას ქართველი სპორტსმენი 23 ივნისს აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლისთან ჩაატარებს.

მინსკის ევროპულ თამაშებზე დღეს კიდევ ორი ქართველი მოკრივე იასპარეზებს. 69 კგ-ში ესკერხან მატიევი ნორვეგიელ სპორტსმენს დაუპირისპირდება, ხოლო 91 კგ-ში კი ნიკოლოზ ბეგაძე ლუქსემბურგელ მოკრივეს შეხვდება.

პირველი ორი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ძლიერი შემადგენლობისგან მინიმუმ ორ ოქროს მედალს ელის.