ნიკოლოზ ბასილაშვილი - კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩავატარებ [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი - კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩავატარებ [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის პირველ დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში ესპანელ ბაენას დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში სძლია.

ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მომავალ მეტოქესთან საინტერესო დაპირისპირება ელის.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს სახელით გამოვდივარ ოლიმპიადაზე. პირველ თამაშს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული პირობებია, სადაც აქამდე მითამაშია. ძალიან მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა. კარგი მოწინააღმდეგე მყავდა, ესპანელი, შემდეგი შეხვედრა კი მექნება იტალიელთან, აქამდე მასთან ერთხელ მაქვს ნათამაშები, სადაც წავაგე, ამიტომ საინტერესო თამაში იქნება. კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩავატარებ“.

 

ბასილაშვილი შემდეგ მატჩს ხვალ, იტალიელ ჩოგბურთელ სონეგოს წინააღმდეგ გამართავს.