ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალის მოლოდინში
BEIJING, CHINA - OCTOBER 06: Nikoloz Basilashvili of Georgia returns the ball against Kyle Edmund of Great Britain during his Men's Singles Semifinals match in the 2018 China Open at the China National Tennis Center on October 6, 2018 in Beijing, China. (Photo by Xinyu Cui/Getty Images)
თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე ჩინეთის ღია პირველობის ფინალი დაიწყება.
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება, რომლის ანგარიშზეც ორი ოლიმპიური (ბრინჯაო, ვერცხლი) მედალია.
26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღიას ნახევარფინალში ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ქართველმა, ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩოგანი, ორ სეტში (7:6; 6:4) დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ხუან მარტინ დელ პოტრო ფინალში უბრძოლველად გავიდა, რადგან ფაბიო ბონინი ნახევარფინალში სათამაშოდ არ გამოცხადდა.
ტურნირის ფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა და დიდი ალბათობით, კარიერაში პირველად, მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდება.