ნიკოლა იოკიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნიკოლა იოკიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ის მოთამაშეები, ვინც ამერიკის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდნენ, შტატებში 15 ივნისამდე უნდა დაბრუნებულიყვნენ. როგორც ცნობილი ხდება, ამერიკაში ჩასვლა ვერ შეძლო „დენვერის“ ერთერთმა ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა. სერბს სამშობლოში ყოფნისას კორონავირუსი დაუდგინეს.

„ი-ეს-ფი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტების ადრიან ვოჟნაროვსკისა და ბრაიან ვინდჰორსტის ცნობით, იოკიჩს COVID 19 გასულ კვირას დაუდასტურდა. ამჟამად ის მკურნალობის ეტაპს გადის და იმედოვნებს, რომ „დენვერს“ მალე შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის განახლება 31 ივლისს ორლანდოში არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი