ნიკოლ ფაშინიანი - პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი კანონის შესაბამისად უნდა აირჩიოს
ნიკოლ ფაშინიანი - პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი კანონის შესაბამისად უნდა აირჩიოს

ერევანში აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის განცხადებას პასუხობს.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ პრემიერი ქუჩაში უნდა ავირჩიოთ. ჩვენ ვთქვით, რომ ის პარლამენტმა კანონის შესაბამისად უნდა აირჩიოს, მოედანზე შეკრებილები კი, პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს მხარს უნდა უჭერდნენ“, – განცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ არ იცის არც ერთი ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრებს ქუჩაში ირჩევენ.

ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში აქციას მართავს. ფაშინიანი ითხოვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მოსახლეობა ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებას მოახდენს.