ნიკო პასს მადრიდის „რეალში“ დაბრუნება არ სურს #1TVSPORT

13:20, 27.11.2026

იტალიური „კომოს“ არგენტინელ ნახევარმცველს, ნიკო პასს კარიერის მადრიდის „რეალში“ გაგრძელება ამ ეტაპზე არ სურს, – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანური გრანდი 22 წლის ფეხბურთელის 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას ინარჩუნებს. შესაძლოა, არგენტინელმა გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუმცა ამჟამად ამის ნიშნები არ იკვეთება.

ნიკო პასის გადაბირებით დაინტერესებულ კლუბებს შორისაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც შესაძლოა, ფეხბურთელის ტრანსფერზე ბრუნო ფერნანდეშის წასვლის შემთხვევაში იმუშაოს.

ინგლისურ კლუბში გადასვლის პერსპექტივა არგენტინელისთვის მიმზიდველია, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი არ არის.

მსგავსი