ნიკი ბატი ოჯახური ძალადობისთვის დააპატიმრეს
ნიკი ბატი ოჯახური ძალადობისთვის დააპატიმრეს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი ნიკი ბატი, რომელსაც ამჟამად საკლუბო აკადემიის დირექტორის პოსტი უჭირავს, პოლიციამ დააპატიმრა მეუღლეზე თავდასხმის გამო. ეს ინფორმაცია გაზეთმა დეილი მეილმა გაავრცელა.

პოლიციამ ბატი 15 აპრილს დღისით დააკავა იმ ინციდენტის შემდეგ, რომელიც მის სახლში მოხდა. ნიკის მეუღლეს, შელი ბარლოუს, ხელი ჰქონდა გაჭრილი, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. ამ მომენტისთვის ბატი პოლიციაში რჩება.

მანჩესტერ იუნაიტედი და პოლიცია კომენტარს არ აკეთებენ.

ბატი და ბარლოუ 2008 წლიდან არიან ქორწინებაში. მათ ორი შვილი ჰყავთ. ნიკი მანჩესტერ იუნაიტედში 1992-2004 წლებში თამაშობდა, 2016 წელს, ის იუნაიტედის აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა.