ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა - თქვენზეა დამოკიდებული, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტში მოაქცევთ თუ არა, 10-15 წუთში ეს კარი უნდა გამიღოთ
ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა - თქვენზეა დამოკიდებული, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტში მოაქცევთ თუ არა, 10-15 წუთში ეს კარი უნდა გამიღოთ

​თქვენზეა დამოკიდებული, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტში მოაქცევთ თუ არა, 10-15 წუთში ეს კარი უნდა გამიღოთ, – ასე მიმართა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. მელიამ საზოგადოებასაც მიმართა, არავინ მიაყენოს შეურაცხყოფა, მელიას დავიხსნით და ამის სანაცვლოდ, 20 ივნისის დამნაშავეები შევიწყალოთო.

„მოსახლეობას, ელჩებს, დიპლომატებს პროპაგანდის მანქანა ეუბნებოდა, გადაიხადოს მელიამ გირაო და გამოვიდესო. ეს რომ თავიდანვე ტყუილი იყო, ვიცოდით; რომც მდომოდა გირაოს გადახდა, ვერ გადავიხდიდი, რადგან დოკუმენტი დახიეს და ახალი ააფრიალეს, გამიშვეს ციხეში. რატომ იცით? ჩემი თავისუფლებით რომ ივაჭრონ, გამოვუშვებთ და თქვენ რაღაცა დათმეთო. გამორიცხულია, ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული და არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა, მელიას დავიხსნი ტყვეობიდან და ამის სანაცვლოდ, 20 ივნისის დამნაშავეები შევიწყალოთო. მე ვიყავი პირველი ბრალდებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც პოლიტიკოსს გაუკეთეს სამაჯური, როდესაც პოლიტიკოსს აუკრძალეს ლაპარაკი. პირველ ნოემბერს მოვიხსენი სამაჯური, სამ ნოემბერს მოვიდნენ სასამართლოში და სამაჯური რომ მოიხსნაო, გთხოვთ დააკისრეთ კიდევ ერთი საარაკო გირაოზე გირაოო. მე მქონდა არჩევანი, თავი დამეხარა ოლიგარქისთვის, რომელიც არც კი თვლის თავს ვალდებულად, რომ აღიაროს, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. ეს არჩევანი მე განგებ არ მივიღე; იცით, მაშინ პატიმრობა რატომ არ მოითხოვეს, ბევრად დიდი მიზანია ჩვენი, მელია ოღონდ პარლამენტში შევიდესო; არ გავაკეთე და არ გააკეთა არავინ და როდესაც მიხვდნენ, ჩვენს მხარეს იყო უდიდესი მორალური უპირატესობა, მართალი ადამიანი ციხეში რომ გყავს გამოკეტილი იქ ადამიანი ძლიერდება. ახლა აქ რომ მოვიდნენ, ამბობენ, პატიმრობაში უნდა დარჩესო; ახლა ამ ბატონმა ამირანმა რომ თქვას, დიახაც, მელიამ გირაო გადაიხადოს, თქვენ ერთადერთი არჩევანი გექნებათ, უნდა დააკმაყოფილოთ, იძულებული იქნებით, მე ეს კარი გამიღოთ და განმისაზღვროთ ვადა გირაოს გადასახდელად. ამასობაში, მე გავდივარ გარეთ, ამ უკანონო გირაოს არ გადაიხდის არავის. მერე იციან, არიან ცირკის ბორბალში და კვლავ ერთი და იგივე მოუწევთ. დღეს აქ ამას არ იმეორებს სასამართლო დარბაზში. იქნებ ვიხდი, ორი თვე არ საუბრობდნენ მელიამ გირაო გადაუხადოსო?“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ საზოგადოებას ასევე მიმართა, არ დაიღალონ.

„საზოგადოებას ვთხოვ, არ დაიღალოს, ისტორიულად ასე არის ყოველთვის, ბევრი ადამიანი იღლებოდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. მე ვეცადე, რომ ამ ადამიანებს ჩემთვის ღირსება არ აეყარათ. ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის არასრულფასოვნების კომპლექსი, ორი თვე ნაწარმოები კამპანია აგერ, დაამსხვრიეს თვითონ. პოზიციაა, რომ ეს კარი გამიღოთ და გამომიშვათ, რომ ცვლილებები განხორციელდეს და სიმართლისთვის ბრძოლაში გამიშვათ, რომ პროკურორი იყოს თავისუფალი, მოსამართლე იყოს თავისუფალი“, – განაცხადა ნიკა მელიამ პროცესზე.