ნიკა კვეკვესკირი - ნაკრები ისეთი გრაფიკით ითამაშებს, ძალების აღსადგენად დრო თითქმის არ გვექნება #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - ნაკრები ისეთი გრაფიკით ითამაშებს, ძალების აღსადგენად დრო თითქმის არ გვექნება #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც პოზნანისლეხში“ პოლონეთის ჩემპიონი გახდა, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეროვნულ გუნდს ასეთი დაძაბული სათამაშო კალენდარი დაარსების დღიდან არ ჰქონია.

„სანაკრებო მატჩების ისტორიაში პირველად თამაშები ერთმანეთზეა მიწყობილი და ძალების აღსადგენად დრო თითქმის არ გვექნება. ნაკრების სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს ხანგრძლივი შეკრებაა. ამიტომ ეს ეტაპი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

რის ხარჯზე უნდა მიაღწიოს ივნისის ოთხ მატჩში გუნდმა წარმატებას? „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანს საკუთარი მოსაზრება აქვს:

„ისიც მნიშვნელოვანია, რომ შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელია, რადგან 10 დღეში 4 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ამ პერიოდში კი ბევრი კვალიფიციური მოთამაშის და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია“, – აცხადებს გამოცდილი ნახევარმცველი.